“მზის სადარო” - ბათუმის მუსიკალური ცენტრი "თეატრალურ კვარტეტსა" და დავით მაზანაშვილის ბენდს უმასპინძლებს

09 აგვისტო 2022, 17:55 519 ნახვა

„ მზის სადარო „ - ამ სახელწოდებით ხვალ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი გაიმართება. თეატრალურის კვარტეტის და დავით მაზანაშვილის ბენდის  საღამო 20 საათზე დაიწყება. კვარტეტის რეპერტუარი გაჯერებულია  ქართული ცნობილი  კომპოზიტორების სიმღერებით.  ორგანიზატორები და მუსიკოსები ამბობენ, რომ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი, განახლებული რეპერტუარი და ძველთან ერთად  ახალი მუსიკალური ნომრები ელოდება. კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ტიკეტ.ჯიზე შეუძლიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი