ქობულეთის "შუქურა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში გავიდა.
მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩი ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართა, სადაც "შუქურამ" ეროვნული ლიგის წევრი "გაგრა" 2-0 დაამარცხა.
მე-11 წუთზე ზურაბ მუსელიანმა ანგარიში გახსნა. 21-ე წუთზე ბაშალეიშვვილმა წითელი ბარათი მიიღო და წობულეთლები 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ.
49-ე წუთზე კი ოლეგ მამასახლისმა მეორე გოლი გაუტანა "გაგრას" და რევაზ გოცირიძის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"შუქურა" მერვედფინალში თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.
დღევანდელი მატჩის შემდეგ ასევე გაირკვა "დინამო" ბათუმის მეტოქე. ბათუმელებს "დინამო" თბილისი შეხვდება.