რატომ ტოვებს პოსტს ამირან გამყრელიძე?

06 აგვისტო 2022, 17:18 675 ნახვა

9 წლის შემდეგ  რატომ ტოვებს ამირან გამყრელიძე თანამდებობას? ჩვენ დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელს, თუმცა გვიპასუხა  მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით და გვითხრა, რომ  შეკითხვებს  მომავალ კვირას გასცემს პასუხებს.  სავარაუდოდ მომავალ კვირასვე  დაწერს იგი ოფიციალურად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებასაც.

არც ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს დეტალებზე, თუმცა ოპოზიცია უკვე ალაპარაკდა გამყრელიძესა და მთავრობას შორის  შესაძლო დაპირისპირებაზე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  წასვლა უკვირთ დეპუტატების ნაწილს  ქართული ოცნებიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი