მარიუპოლში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება

05 აგვისტო 2022, 14:02 229 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები დონეცკის ოლქს ორი მიმართულებით უტევენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის თანახმად, ამ შემტევი ოპერაციით მოწინააღმდეგე ცდილობს ქალაქების, ბახმუტის და სოლედარის სრულად დაპყრობას. რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა 15-მდე დასახლებულ პუნქტში მიიტანეს იერიში. ნადგურდება არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

რუსი სამხედრო ძალების მიერ დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საავადმყოფოებში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში