უკრაინის პორტებიდან გავიდა სიმინდით დატვირთული სამი გემი

05 აგვისტო 2022, 11:14 944 ნახვა

დღეს დილით ოდესის და ჩერნომორსკის პორტები  სამმა სატვირთო გემმა დატოვა. თურქეთის დროშით მცურავ გემს 12 ათასი ტონა სიმინდი მიაქვს თურქეთში.

მალტის დროშით მცურავმა გემმა 13 ათასი ტონა სიმინდი უნდა ჩაიტანოს დიდ ბრიტანეთში, პანამის დროშით მცურავმა გემმა კი 33 ათასი ტონა სიმინდი ირლანდიაში.

დანიშნულების ადგილებისკენ გზის გაგრძელებამდე გემები სტამბოლში გაივლიან. ეს არის გემების პირველი ქარავანი, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ დატოვა უკრაინის პორტები.

დაგეგმილი გადაზიდვების წარმატებით შესრულების შემთხვევაში უკრაინა ყოველთვიურად სულ მცირე 3 მილიონ ტონა აგროპროდუქციის ექსპორტს გეგმავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი