გუდაურში, სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის.
არსებული ინფორმაციით, მაშველები ტურისტების გადარჩენას ცდილობდნენ, რომლებიც დღეს პარაპლანით კლდეს დაეჯახნენ.
მასალა განახლებადია.