„მზე სოფელში ანათებს", ქობულეთის სოფელ კვირიკეში სახალხო ფესტივალი იმართება. მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო ატრაქციები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა და ფოტო გამოფენები. ასევე სოფლის ცენტრში, ადგილობრივი მეწარმეების, სასტუმროების, კვების ობიექტების ნაწარმის გამოფენა- გაყიდვები. მოწვეული იყვნენ მუსიკალური ჯგუფი "რერო" და "გორდელა". სტუმრებს ქობულეთის ავტოსადგურიდან უფასოდ მოემსახურა მუნიციპალური ტრანსპორტი. ფესტივალის მიზანი ქობულეთის სოფლების პოპულარიზაცია და ტურისტული პოტენციალის ჩვენება იყო, რისთვისაც ქობულეთის მერიამ 25-ათასი ლარია გამოყო.