თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის პანდემიამდე თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენისა და განვითარების საკითხები.