კელი დეგნანის განცხადება და შეფასებები

28 ივლისი 2022, 12:05 1007 ნახვა

შეხვედრას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში", ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. 

ბიძინა ივანიშვილის  წერილის შემდეგ  პირველი განმარტება ამ საკითხზე  საქართველოში აშშ-ის ელჩმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.   

კელი დეგნანის განცხადებით, წესისამებრ   პრესასთან არ საუბრობენ  პირად შეხვედრებზე, მაგრამ დიპლომატმა, როგორც თავად ამბობს, განმარტება გააკეთა  იმისთვის, რომ  აღარავის დარჩეს კითხვები. მისი თქმით,  როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია.  

,,შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით“ - აცხადებს ელჩი დეგნანი.  

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი