ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული - პესკოვი

27 ივლისი 2022, 14:31 610 ნახვა

ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების გამო „გაზპრომი“ გარკვეული ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებს.  ივნისში „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება 40%-მდე შეაჩერა, რადგან კანადიდან კომპანია ''სიმენს ენერჯის'' მილსადენისთვის საჭირო ტურბინას არ უბრუნებდა. უკრაინა კანადას მოუწოდებდა, რომ მილსადენის შეკეთებული ნაწილი არ დაებრუნებინა, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

საბოლოოდ, გერმანიის მოთხოვნით, კანადამ გადაწყვიტა, რომ ტურბინა დაებრუნებინა, თუმცა რუსეთს იგი ჯერ არ მიუღია. ტურბინის არ ქონის გამო, რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის მუშაობა 10 დღით შეაჩერა. იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით მისი მუშაობა განახლდა, ევროპა ისევ ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას.

გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ზამთარში გაზის მოხმარების ნებაყოფლობითი შემცირების თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი