უნებართვო გარევაჭრობის, არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის სანქციები და ჯარიმები წესდება

25 ივლისი 2022, 16:58 700 ნახვა

ნებართვის გარეშე გარევაჭრობის, ასევე არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის სანქციები და ჯარიმები გავრცელდება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო, საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.

"მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები".- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში