გვალვის გამო საფრანგეთის 88 დეპარტამენტში მოსახლეობას წყლის შეზღუდულად მოხმარებისკენ მოუწოდებენ. სტიქიამ განსაკუთრებით პეი დე ლა ლუარის და პუატუ-შარენტის რეგიონები დააზარალა.
გვალვა რამდენიმე კვირის განმავლობაში არანორმალურად მშრალმა და ცხელმა ამინდმა გამოიწვია, ზამთარში კი მცირე ნალექებმა მოსახლეობას წყლის მარაგების შევსების საშუალება არ მისცა.
ილ-დე-ფრანსის დეპარტამენტში 60 მუნიციპალიტეტი მდინარეების ორჟესა და რემარდეს აუზში გვალვის ზონად გამოცხადდა. ამ ზონებში ბაღების დღისით მორწყვა აიკრძალა.