''ბავშვებს უნდათ მშვიდობა"

24 ივლისი 2022, 10:52 894 ნახვა

“ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ - პროექტის ფარგლებში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი მეომრების შვილები ბათუმში იმყოფებიან,  მათ  შინდისის გმირების სკვერში  დაღუპულთა მემორიალი  ყვავილებით შეამკეს.

 ამის გარდა დაათვალიერეს აჭარის ისტორიული და  კულტურულ ძეგლები,  მათთვის გაიმართა შემეცნებითი გასართობი ღონისძიებებიც.   

პროექტის მიზანია საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების ფსიქორეაბილიტაცია.  

პროექტი საქველმოქმედო ფონდ “ალილო 2015“-ის ორგანიზებით იმართება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში