ვითარება მაღალმთიანეთში

18 დეკემბერი 2016, 00:00 2194 ნახვა

ახლა კი კვლავ დიდთოვლობა, რამაც პრობლემები შეუქმნა აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას. დილიდან უშუქოდ იყო დარჩენილი  1500-მდე აბონენტი  ხულოსა და შუახევში, თუმცა ”ენერგო-პრო ჯორჯიას’’ ინფორმაციით,  ამ დროისთვის  დაზიანება აღმოფხვრილია და  ელექტროენერგია მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება. გზები ინტენსიურად იწმინდება შუახევის მაღალი ზონის სოფლების: ოლადაურის, ქიძინიძეების, უჩამბისა და ჭვანის მიმართულებით. გოდერძის უღელტეხილთან დამაკავშირებელ  ცენტრალურ მაგისტრალზე 14 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. 

ამავე კატეგორიაში