გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, 19-20 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.
„თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.