ჰალკმა დევონ ლარატი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა

21 აპრილი 2024, 09:50 802 ნახვა

თურქეთის ქალაქ სტამბულში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც ლევან საგინაშვილმა საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. 

სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მშრალი ანგარიშით 4-0 დაამარცხა.

საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ ლევანმა კომენტარი გააკეთა: 

"პირველ რიგში მადლობა ყველას მობრძანებისთვის და გულშემატკივრობისთვის. რაც შეეხება დევონს და პირველ რაუნდს, ის ძალიან გაძლიერებულია და პირველი რაუნდი მართლაც რთული იყო.
შემდეგ ხელი გამიხურდა და გამარჯვება შევძელი. დევონი ღირსეული მეტოქეა” - განაცხადა ლევანმა. 

საჩემპიონო ქამრები ასევე კიდევ ორმა ქართველმა მკლავჭიდელმა ირაკლი ზირაქაშვილმა და დავით სამუშიამ მოიპოვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი