მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

25 აპრილი 2024, 14:01 409 ნახვა

„ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია'' - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ პირადი ამბიცია გვერდზე უნდა გადადოს და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა. მან მიმართა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დედაქალაქში აქციებს მართავენ.  ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს სასამართლომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მოუსმინა. ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ განხილვა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილთან  ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი