„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტის საჯარო განხილვა ბათუმში

25 აპრილი 2024, 14:58 491 ნახვა

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის" შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს ბათუმში განიხილეს. საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორებმა განაცხადეს, რომ ცვლილება ეხება სქესის შეცვლის აკრძალვას და ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის ან სქესის შეცვლის პოპულარიზაციის შეზღუდვას.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მსგავსი განმარტებების საკანონმდებლო ცვლილებების გამოცდილება ევროპულ ქვეყნებსაც გააჩნია.

მმართველ პარტიას ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არ აქვს, თუმცა იმედი აქვთ, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ ცვლილებების მიღებას შეძლებენ.

რეგიონებში საყოველთაო სახალხო განხილვის ეს მეოთხე დღეა. ხვალ დისკუსია ზუგდიდში იგეგმება, შეხვედრებმა ყველა რეგიონი უნდა მოიცვას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი