აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

08 დეკემბერი 2016, 00:00 3765 ნახვა

10 თვის მონაცემებით აჭარაში ტურისტების რაოდენობა 4 მთელი 7 მეათედი პროცენტითაა გაზრდილი. რაც 435 ათას 585 ტურისტს გულისხმობს.  დეპარტამენტის ინფორმაციით 19 მტელი 5 პროცენტით არის გაზრდილი უცხოელი ტურისტების რაოდენობაც. ყველაზე მეტი ვიზიტორი კი, აჭარას   ისრაელიდან  ჰყავდა და 3 ჯერ აღემატება გასული წლის  ანალოგიურ პერიოდს. გასულ  წელთან შედარებით, წელს განსაკუთრებით  გაიზარდა  ჩამოსულების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც 11 თვის  განმავლობაში რეგიონში 32 ათას 340 ვიზიტორი შემოვიდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგიტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ამავე კატეგორიაში