საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობა - ცესკოს განცხადება

14 სექტემბერი 2020, 19:38 978 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოწოდება  დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები და უსაფუძვლო ბრალდებები ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობისა და მაღალი პროფესიული რეპუტაციის დაზიანებისკენ-აცხადებენ ცესკოში, სადაც ასევე   ეხმაურებიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსს. უწყებაში განმარტავენ  ვის აქვს უფლება დაესწროს კომისიის  სხოდმებს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომაზე ყოფნის უფლება აქვს ნებისმიერ აკრედიტირებულ ადამიანს,   სხვა შემთხვევაში კი კომისიის სხდომაზე უკანონო შეჭრა, განიხილება როგორც ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საქმიანობაში ჩარევა. სწორედ ამიტომ ცესკო შესაბამის ორგანიზაციებს მოუწოდებს რომ ამგვარ პროცესებს ყურადღებით დააკვირდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში