ეპიდსიტუაცია სვანეთში

12 აგვისტო 2020, 15:00 1607 ნახვა

დღეიდან სვანეთში აღებული „პისიარ“ ტესტების ლაბორატორიული კვლევა ადგილზე, სწრაფი „პისიარ“ ტესტის აპარატით ჩატარდება. დღის ბოლომდე 1000 ტესტის შედეგები  იქნება ცნობილი, რის შედეგადაც გამოიკვეთება საბოლოო სურათი და სამომავლო სამოქმედო გეგმა სვანეთთან დაკავშირებით.  

მესტიაში კვირის ბოლომდე დაახლოებით 4 000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო  საბჭოს სხდომაზე სწორედ  სვანეთში არსებულ ვითარება იყო მთავარი თემა.  

სპეციალისტები ისევ მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები,  რაც  გულისხმობს იმას, რომ უნდა ატაროთ ნიღბები და დაიცვათ სოციალური დისტანცია, ამასთან  მოსახლეობამ თავი უნდა  შეიკავოს ქორწილებისა და ჭირის სუფრების გადახდისგან.    

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის სურსათით და პირველადი პროდუქტებით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი