ხელისუფლება გმირის მემორიალზე

10 აგვისტო 2020, 20:22 997 ნახვა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი გმირის ხსოვნას სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, და მმართველი პარტიის წევრებმა მიაგეს პატივი. მე-4 ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა. ის სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში