კორონავირუსის პირველი მსხვერპლი ვიეტნამში

31 ივლისი 2020, 19:05 235 ნახვა

ვიეტნამში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. მთავრობის მიერ მიღებული ზომების შედეგად, კორონავირუსით სამი თვის განმავლობაში არავინ დაღუპულა. დაავადების გავრცელების ტემპიც დაბალი იყო. თუმცა, გასულ კვირაში დანანგის პროვინციაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა.   დღეს  ქალაქში ვირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ რეგიონში 100-ზე მეტი ინფიცირებულია აღრიცხული. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვიეტნამში ინფექციით 509 ადამიანი დაინფიცირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში