ერდოღანმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

28 ივლისი 2020, 14:30 1321 ნახვა

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებულ  სიტუაციაზე ტელეფონით ისაუბრეს თურქეთისა და  რუსეთის პრეზიდენტებმა.  ვლადიმერ პუტინისთვის  დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

პუტინისა და ერდოღანის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა   არ არსებობს. სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად კონფლიქტის ორივე მხარეს არის სამხედრო ძალის დანაკარგი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში