ბათუმში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა 

14 ივლისი 2020, 10:55 1700 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. მაშველებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში