კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში არ გამოვლენილა

12 ივლისი 2020, 12:06 424 ნახვა

ლაბორატორიებში ჩატარებული 623  კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში კი მოთავსებულია 42 ადამიანი, მათი კვლევის პასუხები ხვალ უნდა გახდეს ცნობილი.  ჯამში აჭარაში კორონავირუსზე პსრ ტესტი  27 287 მოქალაქეს ჩაუტარდა.

ცნობისთვის, გუშინ აჭარაში კოვიდ 19-ი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 5-ვე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია, მათგან 4  სამკურნალოდ თბილისის  კლინიკებში გადაიყვანეს ახალგაზრდა ქალი კი  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში