გიორგის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და წყალში გადააგდეს, ამის შემდეგ დადგა ლეტალური შედეგი - მირიან ნიკოლაძე 

10 ივლისი 2020, 17:05 1471 ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრებმა, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს პირველი კომენტარი გააკეთეს. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილზე ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. მისივე თქმით, ყველა დაზიანება სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული. 

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მიმართავენ, ყველა დამანაშავე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო პასუხისგებაში მიეცეს. 

''ამ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მდინარე არაგვში გადააგდეს. ყველა დაზიანება, ეს არის დაახლოებით 12 დაზიანება, მიყენებული აქვს სიცოცხლეში, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ამას კი მოჰყვა გიორგი მდინარეში გადაგდება. 

წარმოუდგენელია და ​გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომელიც დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც ფერდობზე ჩაგორებით ან წაქცევის დროს. 

შესაბამისად, ოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შსს-ს მიმართ, რომ ყველა დამანაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო'' - განაცხადა შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი