ლევან კუტალია ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს

09 ივლისი 2020, 19:42 271 ნახვა

ლევან კუტალია ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველი თავდამსხმელი თელ ავივის „ჰაპოელს“კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

ამ დროისთვის დეტალები უცნობია. ტრანსფერი უახლოეს დღეებში უნდა დადასტურდეს. კუტალია ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატში „ირტიშის“ შემადგენლობაში თამაშობდა. ‘’ირტიში’’ ფინანსური კრიზისის გამო დაიშალა და ქართველს კლუბის დატოვება მოუწია.

30 წლის ლევან კუტალიას სხვადასხვა დროს ზუგდიდის "ბაიაში", ქობულეთის" შუქურაში", ქუთაისის ‘’ტორპედოში’’ , თბილისის ‘’დინამოში", ზესტაფონში , მარტვილის "მერანში" და ბოსნიურ  "ზრინსკში’’ უთამაშია. გამორჩეული კარიერა კი "ტორპედოში" და თბილისის ‘’დინამოში’’ ჰქონდა. „ჰაპოელმა“ ისრაელის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონი 48 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში