კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა

09 ივლისი 2020, 11:06 1327 ნახვა

კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ და არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სისტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა შემსუბუქებას, საზღვრების გახსნას გარკვეული რისკი მოჰყვება, მაგრამ სისტემა მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გაანეიტრალოს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 968 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 844 გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში