ბუნდოვანება შაქარაშვილის საქმეში

07 ივლისი 2020, 20:40 1350 ნახვა

19 დღე, 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვიდან. არ არის გამორიცხული, გიორგი შაქარაშვილის  საქმეზე დაკავებულთა წრე გაიზარდოს. დაღუპულის ბიძა და უფლებადამცველი ამბობს, რომ შესაძლოა კვალიფიკაციაც დამძიმდეს. მირიან ნიკოლაძის თქმით, მოწმეების ჩვენებები არათანმიმდევრული და ერთმანეთის საწინააღმდეგოა.  19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილის შეფასებით, დოკუმენტაციაში ბევრი შეუსაბამო დეტალია და გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა უპასუხოს. შაქარაშვილის მეგობარმა, ვახტანგ ახვლედიანმა პირველი ჩვენებიდან ერთ კვირში გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა. სადაც ამბობს, რომ ესმოდა შეძახილების ხმები მაშინ, როდესაც იმალებოდა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენებაში წერს, რომ არ დაუნახავს რა მიმართულებით გადაადგილდებოდა გიორგი შაქარაშვილი, ასევე გაეკიდნენ, თუ არა მას კონკრეტული ადამიანები. მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი