ლელომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

27 ოქტომბერი 2025, 17:48 122 ნახვა

პარტიების აკრძალვის შესახებ პარლამენტში  მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს  „ლელო ძლიერი საქართველო“ ასაჩივრებს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანეს, რომლითაც ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. 
როგორც ლელოში  აცხადებენ, ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის  მიზანი პოლიტიკური ველიდან პროდასავლური პარტიების გაქრობაა. მიაჩნიათ, რომ  პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და  მოქალაქეთა ნაწილისთვის  პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის განზრახვა   ანტიკოსნტიტუციური და ანტიდემოკრატიული განაცხადია.
ლელოში საუბრობენ სხვადასხა ნორმაზე, მათ  შორის  აცხადებენ რომ ერთროულად რამდნეიმე ნორმა ირღვევა  კანონის იმ მოთხოვნით, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას  ისახავს  მიზნად.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე