პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

28 ოქტომბერი 2025, 10:28 123 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ავტომობილისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რამდენიმე შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 260 გრამი „ალფა პვპ“, 8 გრამამდე მეთადონი და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.  

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.     

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე