ბათუმში სამ ქუჩაზე აბონენტებს, რომლებიც ახალ ქსელში არ იქნებიან ჩართულები, ხვალ წყალი გაეთიშებათ 

07 ივლისი 2020, 12:31 1575 ნახვა

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, შარაშიძის, მაჭახლის, ნიკო ჯაყელის ქუჩებზე და მაჭახლის ქუჩის შესახვევებში ძველი წყალმომარაგების ქსელი უქმდება. 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წყალმომარაგების სისტემის პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას სასმელი წყალი ახალი ქსელიდან მიეწოდება.

ოთხშაბათს, დილის 9:00 საათიდან ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოები განხორციელდება და ე.წ. ძველი ქსელი გაუქმდება.

''წყალმომარაგების ახალ ქსელზე გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის ავტომატურად მოხდება წყლის მიწოდების შეზღუდვა. თუ რომელიმე აბონენტის მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტირებულია, თუმცა არ დამონტაჟებულა მრიცხველი, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე 1152'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში