გახსენით თურქეთთან საზღვარი - გიგი უგულავა

04 ივლისი 2020, 15:00 457 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლებას თურქეთთან საზღვრის გახსნისა და ადამიანებისთვის მუშაობის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თურქეთში სეზონური სამუშაოებისთვის მიდის, რის შედეგადაც ოჯახს მთელი წლის განმავლობაში ინახავს.

უგულავას განმარტებით, საზღვარზე უნდა მოეწყოს  შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამ ადამიანების შემოწმება მოხდეს.

ცნობისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  საზღვრები  1-ელ აგვისტომდე არ გაიხსნება. მთავრობა მიზეზად  ბევრ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებას ასახელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში