პირდაპირი მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებები გვაქვს გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან - გახარია

03 ივლისი 2020, 12:18 2861 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან.  

გახარიას თქმით, ყველა იმ ქვეყანასთანაც, სადაც არის შესაძლებლობა, სწრაფად აღდგეს პირდაპირი მიმოსვლა. 

საზღვრის გახსნა იქნება ეტაპობრივი და დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

პრემიერმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის პარალელურად, ორშაბათიდან განახლდება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროგრამაც.

„​მიუხედავად იმისა, რა ვადებში და რომელ ქვეყნებთან იქნება პირდაპირ აღდგენილი, ფრენებზე ვსაუბრობთ, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვარს გავხსნით. მიუხედავად ამისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,  ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის, ორშაბათიდან გაგრძელდება და აქ უკვე რეისების მიმართულება იქნება ბევრად უფრო ფართო. ორშაბათს გვექნება პირდაპირი სია, რომელი დედაქალაქიდან, რომელი ქვეყნიდან, რა სიხშირით და რა რიცხვში იქნება დანიშნული ეს შეღავათიანი რეისები, რომელზეც ჩვენს ემიგრანტებს, ბილეთში არა ის კატასტროფული თანხა რაზეც საუბრობენ, არამედ 200 ევროზე მეტი არ ექნება გადასახდელი“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ არ იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში