არასამთავრობოები დიდინეძის ინციდენტზე

02 ოქტომბერი 2016, 00:00 3597 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანზიაციები ხაზს უსვამენ, რომ „ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“. არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებენ, აღნიშნული ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო.

ამავე კატეგორიაში