მოქალაქეებმა უმაღლესი საბჭოს შენობასთან გასაყიდი ტანსაცმელი მიიტანეს - ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ 

09 ივნისი 2020, 12:44 1734 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მოქალაქეებმა შენობასთან გასაყიდი ტანსაცმელი მიიტანეს. 

ისინი მე-11 ( ყოფილი  23-ე)  სკოლასთან გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ მსგავს ვითარებაში მხოლოდ 10 გარემოვაჭრეა, სხვები მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ და სამუშაოდ ავტოსადგურთან არსებულ სავაჭრო ობიექტებში გადავიდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი ნებართვის გარეშე დაიწყებენ ვაჭრობას, მერიის ინსპექტირების სამსახური დააჯარიმებს. 

''ჩვენ საშუალება არ გვაქვს. მხოლოდ 10 ადამიანი ვთხოვთ, რომ მოგვცენ იქ მუშაობის საშუალება, სადაც ვართ. მერიამ, რომ სადგურთან გადაგვიყვანა იქ ვაჭრობა არ გვაქვს. საერთოდ არ დადის ხალხი. გვიჭირს და იმიტომ ვყიდით ქუჩაში. მთავრობის თავმჯდომარესთან გვინდოდა შეხვედრა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და აქ იმიტომ მოვედით ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება. თვითდასაქმებულებს გვეძახიან და დახმარებაც არ მიგვიღია'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მზევინარ ქარცივაძემ.

​გარემოვაჭრეებს მხარდაჭერას ორგანიზაცია "ალტერნატივა" უცხადებს და პანდემიის პირობებში აღნიშნული მოქალაქეებისთვის გამონაკლისის დაშვებას მოითხოვს.

ყოფილი 23-ე სკოლის ტერიტორიაზე გარევაჭრობა გასულ წელს მერიის გადაწყვეტილებით აიკრძალა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი