გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

05 ივნისი 2020, 13:33 1781 ნახვა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ენდემური სახეობის 200-მდე ხე დარგეს ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ეზოში და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებში. ღონისძიების მიზანი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. 

მკვლევარებმა გლობალური წითელი ნუსხისა და ენდემური სახეობების, ლაფანისა და ჰართვისის მუხის ხეები დარგეს, რომელიც ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიაშია გამოყვანილი.

აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში