ბათუმში მუნიციპალური სასადილოების მუშაობა განახლდა. ბენეფიციარები საკვების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასადილოებში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია, დაცულია სოციალური დისტანცია და გათვალისწინებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მუნიციპალურმა სასადილოებმა მუშაობა 1 აპრილიდან შეწყვიტა. სასადილოს ბენეფიციარებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა ხდებოდა.