მარიონეტებისა და დეკორაციების გამოფენა თოჯინების თეატრთან

01 ივნისი 2020, 18:31 1270 ნახვა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თოჯინების თეატრში გამოფენა მოაწყვეს. დამთვალიერებლებს, თეატრის შენობის წინ,  იმ დეკორაციებისა და  მარიონეტების ნახვა შეეძლოთ, რომლებსაც სპექტაკლებში იყენებენ.  საღამოს 10 საათზე შენობის ისტორიული ფასადი საქართველოს დროშით განათდება.  პატარებისთვის ცნობილი სპექტაკლებიდან ამონარიდებს უჩვენებენ. თოჯინების თეატრში, სპექტაკლების ჩვენება თებერვალში შეწყდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში