ბათუმი ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ ათეულშია

31 მაისი 2020, 15:07 657 ნახვა

„ბათუმი ულამაზესი პეიზაჟების, ძლიერი კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ბრწყინვალე ნაზავია. ბათუმი არის აჭარის მთავარი ქალაქი რომელიც გეპატიჟებათ,  თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების წესთან“.-აღნიშნულ სტატიას ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლათფორმა European Best Destinations​-აქვეყნებს.სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები,COVID 19-თან ბრძოლაში და კრიმინალის დაბალი დონე ქვეყანაში. ბათუმსა და თბილისს კი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად ასახელებს და უსაფრთხო ქვეყნების ტოპ ათეულში შეჰყავს პოპულარულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტს".

სტატიის ავტორი წერს, რომ  საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს. გავლენიანი გამოცემების სტატიებს გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი. გიორგი გახარიამ თქვა, რომ თბილისისა და ბათუმის ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადება  ჩვენი მოქალაქეების, ექიმების და პოლიციის, დამსახურებაა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი