2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

30 მაისი 2020, 15:04 2397 ნახვა

ორი ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციას ვერ წარადგენთ, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რეგისტრაციისთვის ბოლო  შანსი კი გექნებათ ოცი აგვისტოდან ათი სექტემბრის ჩათვლით. მეოთხე ეტაპზე, გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ, ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც წინა ეტაპებზე ვერ დაფიქსირდნენ, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში