საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

29 მაისი 2020, 20:37 1197 ნახვა

მომდევნო კვირიდან, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები იწყება. ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, პირველ განხილვას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უჩვენებს, მეორეს კი ჩვენი ეთერით იხილავთ.

მოქალაქეთა მოსაზრებები და შეკითხვები წინასწარ შეგროვდება, რომლის შემდეგაც ხელისუფლება და ოპოზიცია მათ პასუხს გასცემთ. ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვების დრო დგება, რომელსაც შემდეგ პირველი კენჭისყრა მოჰყვება. ცვლილებებს მხარს სავარაუდოდ, ოპოზიციის ნაწილი დაუჭერს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში