გაუქმდება თუ არა საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმები?

28 მაისი 2020, 15:17 1447 ნახვა

გაუქმდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი 3 ათას ლარიანი ჯარიმები, ამაზე საქართველოს პარლამენტში იმსჯელებენ. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შესაძლოა სოციალურად დაუცველებისთვის გარკვეული შეღავათი დაწესდეს. თუმცა, სრულად გაუქმება არ იგეგმება. ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით პარლამენტს ,,ევროპულმა საქართველომ“ მიმართა. პრემიერ მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ჯარიმების ჩამოწერის შემთხვევაში აღნიშნულ ბერკეტს ძალას დაუკარგავს. თუმცა გადაწყვეტილება პარლამენტის მისაღებია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში