ღია სივრცის მქონე რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნება

27 მაისი 2020, 11:23 2158 ნახვა

პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, 8 ივნისიდან კი რესტორნები სრულად შეძლებენ მუშაობას.

„პირველი ივნისიდან გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში. 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში