აშშ-ის სამხედროებმა ლაზერული იარაღი გამოსცადეს

24 მაისი 2020, 18:41 454 ნახვა

ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად ლაზერული იარაღი გამოსცადეს. დანადგარი აშშ-ის სატრანსპორტო - სადესანტო ხომალდ „პორტლანდზე“ განათავსეს, რომელიც პერლ-ჰარბორის ბაზის მახლობლად იმყოფებოდა.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათელი სხივი და ცეცხლმოკიდებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩანს. აშშ-ის სამხედროებმა ლაზერული იარაღი არაერთხელ შეამოწმეს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოწყობილობა მფრინავი აპარატის წინააღმდეგ ზღვაში შემოწმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში