კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა ოკუპირებულ რეგიონში

24 მაისი 2020, 18:18 1453 ნახვა

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ორივე  ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებულია. ერთ-ერთი მათგანი კი იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა. 24 მაისის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 30 დაავადებული მკურნალობს, რომელთა შორის სამედიცინო პერსონალია.

ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთ ადამიანი წინა დღით საავადმყოფოდან გაეწერა. მისივე თქმით  , კარანტინში, ამ დროისთვის 149 ადამიანი რჩება, რომელთაგან 116 ცხინვალში, 33 - ზნაურის რაიონშია.ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსთან დაკაშირებული ტესტირება 120-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში