საგარეო უწყება - Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია

24 მაისი 2020, 12:27 1600 ნახვა

სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებგვერდზე  საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უწყებამ აქტიური მუშაობა ჩაატარა ჩინურ მხარესთან როგორც თბილისში, ასევე პეკინში.ელჩი  ჩინეთში  კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვდა, რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო.-აცხადებენ უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში