პრემიერი: „ვერავინ ვერ შეუშლის იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომ მთავრობამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე“ 

22 მაისი 2020, 15:03 1625 ნახვა

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ხელს ვერავინ შეუშლის მთავრობას პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას, ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში