როდის გაიხსნება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები ისევ უცნობია

22 მაისი 2020, 12:41 3301 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძეს დღეს არ უთქვამს როდის იგეგმება აღნიშნული ტიპის ობიექტების გახსნა.

''ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სოციალური დისტანცია. ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენელთან ვმუშაობთ პირველ რიგში, გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და უკვე შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში. მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია ინტენსიურად შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ჩვენ ვმუშაობთ ასევე იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება შრომითი ინსპექციის მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში